პოსტები სოციალური ქსელიდან

“ბატონო გახარია,კეთროვნად გაქცევთ,იმ ცინიზმის გამო, რაც ეთერში დაღვარეთ“–თამარ ჩერგოლეიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები აფასებენ. ტაბულას დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი გახარიას ინტერვიუს ასე აფასებს:

“ბატონო გახარია, ჰედლაინებს გადავავლე მხოლოდ თვალი – თქვენ გქონდათ შესაძლებლობა (სასამართლოში – უფლებაც) დუმილი შეგენარჩუნებინათ და გადამდგარიყავით. ამის ნაცვლად, თქვენ პოსტზე დარჩენა და ტყუილების ლაპარაკი არჩიეთ.

ყველაფერი, რაც თქვით, თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

არ მოგასვენებთ არსად.

სადაც წახვალთ, ყველგან დაგხვდებით.

ყველგან პოლიციის კორდონები დაგჭირდებათ.

ყველგან შერცხვებათ თქვენს დაქვემდებარებულ პირებს თქვენ გამო.

ყველა მნიშვნელოვანი სტუმარი გაიგებს, რომ არალეგიტიმური ბრძანდებით.

კეთროვნად გაქცევთ, სწორედ იმ ცინიზმის გამო, რაც თქვენ ტვ პირველის ეთერში დაღვარეთ.“– წერს ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments