ბიზნესი

კახელი მეღვინეები ნიკა გვარამიას დაუპირისპირდნენ

მეღვინეების აქცია, რომელიც გომბორზე დაიწყო, „რუსთავი 2-ის“ შენობასთან გაგრძელდა.

კახელი მევენახეები და მეღვინეები „რუსთავი 2−ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოვიდნენ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ის გამონათქვამები, რომლებიც გვარამიამ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე წარმოთქვა საკუთარი არხის პირდაპირ ეთერში.

აქციის მონაწილეებს კახეთის ცენტრალური მაგისტრალი ნახევარი საათის განმავლობაში ჰქოდათ გადაკეტილი.

Facebook Comments