Uncategorized

მანჩო გიორგობიანი- და ასეთია ჩემი ძალიან ბევრი მეგობრის ბიოგრაფია

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში სოსო ლომსაძის ფეისბუქპოსტს აქვეყნებს და წერს:

„და ასეთია ჩემი ძალიან ბევრი მეგობრის ბიოგრაფია!
ბევრიც დამეღუპა, სამწუხაროდ! დიდება გმირებს!
ამიტომ ახალგაზრდებს ვთხოვ, ნუ გეწყინებათ, თუ “გავრილოვის სკამი” ჩვენთვის მხოლოდ არასასიამოვნო ინციდნეტია, რომელიც მყისიერად ამოიწურა! და ასევე, სასაცილოა “პუწინ ჰუილოს” ჩხავილი “დავაი ტანკ, ნაზად” – პროსპექტის ლьომებივით, რომლებიც როდესაც ჩვენ რეალურად ვიბრძოდით, ყოველდღე გვეჭრებოდნენ და გვეღუპებოდნენ ახლობლები, იმავე დროს, სწორედ თქვენს “გვერდით მდგომი” “ვაშკაცები” “მოსკოვებში” დასეირნობდნენ , ზოგი КВН-ზე ატრილებდა მსუქან კურტუმოს, ზოგი КГБ-ს სკოლაში სწავლობდა, ან ზოგიც, წარმატებულად კურსდამთავრებული, მაღალი ჩინით, უცხოეთში , “რუსო ტურისტო ობლიკო მორალეს” აკონტროლებდა .

ზოგი “ერუდიტი” ძმა ძმის ჩამშვები , ტრადიციულად, პირდაპირ რუსეთის სპეც-სამსახურებში გვაბეზღებდა “ეს დასახვრეტია, ის ჩამოსახრჩობი!” …

არ წერენ ჩემი მეგობრები თავის ცხოვრებაზე, მიგვაჩნია, რომ ასეც უნდა მოვქცეულიყავით, არ გამადლით არაფერს, რაც ჩვენ ვერ გავიხარეთ, სულ თქვენს სიყვარულში, სიხარულში და გამრავლებაში იყოს, არ გვინდა მეტი არაფერი … ოღონდ, ამ მოგონილი “სიმბოლьოებით” ნუ შეგვაღონებთ რა, მაზიდებს სიყალბეზე!…

p.s. “რუსეთი ოკუპანტიას” ხავილში , 2 ივლისიდან, 9 დღიანი, რუსეთის სადესანტო-საშტურმო ბატალიონის მოგერიების, ტამიშის ბრძოლებში გამარჯვების ლეგენდარული დღეები ისე გამოგატოვებინეს გვერდით მდგომებმა, თვალი არ დაუხამხამებიათ, ან რას გეტყოდნენ, “მე მომკლეს ,ბაბუ?!” ექსკურსიითაც რომ არ ჩაუვლიათ ბრძოლებთან ახლოს? არც რეზერვთან! არც არსად! როგორც იყვნენ გიენები, ისე არიან და იქნებიან მუდამ!.. მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაში არიან “ორკესტრირებულად” “დაორგანიზებული”!..

სოსო სოი – სოსო ლომსაძე:

ვაახ, რა მაგრად ვერიდები ჩემი წარსულიდან რაღაცეების აფიშირებას მაგრამ ვატყობ რომ ცოტა რამ უნდა ვთქვა! პირობას ვდებ, პირველი და უკანასკნელი იქნება!
ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი იქ, სადაც უჭირდა ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს. სხვანაირად არ შემეძლო, სინდისი არ მასვენებდა… 
ეროვნულ მოძრაობაში გარიჟრაჟიდანვე ჩავები… ოსებთან კონფლიქტის დროს, რუსეთიდან დაბრუნებულ, 51 ოჯახს, დავეხმარე სამშობლოში რომ დამკვიდრებუყლიყვნენ… სამაჩაბლოში ომი დაიწყო-წავედი!.. რაჭა და ზემო იმერეთი მიწისძვრამ დაანგრია – წავედი!.. სამაჩაბლო დაანგრია მიწისძვრამ-წავედი… რუსებს 300 მანეთი გადავუხადე და ბეტეერით გადამიყვანეს ქურთაში… აფხაზეთში დაიწყო ომი -წავედი!.. ბოლო ომის დროს, 17 ლტოლვილი შევიფარე…
ანუ, ეს არაა არაფერი, თუ ,,რუსეთი ოკუპანტია” არ ვიძახე? ხო, გაითვალისწინეთ რომ 46 წლის ვარ, მაშინ რამდენი წლის ბიჭი ვიყავი ადვილად მიხვდებით.
ყველას მივმართავ: უპრაგონოდ იარლიყების მიწებებას მოეშვით!“

Facebook Comments