უცხოური მედია

ტეხასელი ქალი დედის ცხედართან ერთად 3 წელი ცხოვრობდა

ტეხასელი ქალი დედის ცხედართან ერთად 3 წელი ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, 71 წლის ქალი 2016 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი დავარდა, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია. თუმცა, 47 წლის შვილმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მოხუცი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი 3 წლის შემდეგ საძინებელ ოთახში იპოვეს. ის საკმაოდ პატივცემული ადამიანი იყო, რომელიც სკოლაში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ამავე სახლში არასრულწლოვანი, 15 წლამდე გოგოც ცხოვრობდა. მოზარდი ახლა ნათესავებისა და სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა. 

დაკავებულ ქალს 20-წლამდე პატიმრობა და $10,000 ჯარიმის გადახდა ემუქრება.

Facebook Comments