რელიგია

12 ივლისი მოციქულების, პეტრესა და პავლეს დღეა – რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს

დღეს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს დღეს აღნიშნავს. ხალხში ამ დღეს პეტრეს დღესაც ეძახიან. ეს თარიღი უცვლელია და პეტრე-პავლეს მარხვის დამთავრებისას აღინიშნება,

მოციქულ პეტრეს ქრისტესთან შეხვედრამდე სიმონი ერქვა და თავს მეთევზეობით ირჩენდა. მან მიატოვა თავისი საქმიანობა და ქრისტეს გაჰყვა. ნათლობისას მიიღო სახელი პეტრე.

მოციქულ პავლეს დაბადებიდან სახელად სავლე ერქვა. ის ქრისტიანებს დევნიდა, მაგრამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ეკლესიის მგზნებარე დამცველი გახდა. 

ორივე მოციქული მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა ქრისტეს დაბადებიდან 67 წლის 12 ივლისს. პავლეს თავი მოკვეთეს, პეტრე კი, ჯვარზე თავდაყირა გააკრეს.

გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს მუშაობა არ შეიძლება, განსაკუთრებით, მძიმე ფიზიკური. ერიდეთ ჩხუბსა და კონფლიქტებს. პეტრე-პავლობა  კარგი მიზეზია პატიების სათხოვნელად, თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ. 

ამ დღეს არ არის სასურველი ცურვა. ხალხში ითვლებოდა, რომ პეტრე და პავლე მეთევზეების მფარველები არიან, ამიტომ ამ დღეს მათზე ლოცულობდნენ, წყალს აკურთხებდნენ და წყაროს წყლით იბანდნენ ტანს. მაგრამ მეთევზეები არ ბანაობდნენ, რომ წყალს ისინი მსხვერპლად არ წაეღო. 

პეტრე-პავლობაზე არ შეიძლება ქსოვა, კერვა და ქარგვა. არ შეიძლება ჯვრისწერა. მიუხედავად იმისა, რომ 12 ივლისს მარხვა მთავრდება, ეკლესია ალკოჰოლის მიღებას კრძალავს.

ძველი ჩვეულებით, პეტრე-პავლობაზე, ვახშმის შემდეგ მაგიდიდან საჭმელი არ უნდა ალაგდეს, რადგან თვლიდნენ, რომ ის გარდაცვლილი ნათესავებისთვისაა. თუ ამ წესს დაარღვევდნენ, მეორე დღეს ეკლესიაში მიდიოდნენ და მიცვალებულებს სანთლებს უნთებდნენ. 

პეტრე-პავლობაზე ამინდი შობის ორიენტირი იყო. მაგალითად, თუ 12 ივლისს სიცხე იქნება, 7 იანვარს ძლიერი ყინვა დადგება. თუ 12 ივლისს აგრილდება, წელიწადი მოუსავლიანი იქნება. თუ დაცხება- შემოდგომას კარგ მოსავალს უნდა ველოდეთ. 

Facebook Comments