ისტორია მეცნიერება

არქეოლოგებმა ბიბლიური ქალაქი აღმოაჩინეს

ისრაელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ფილისტიმელების ძველი დასახლების ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე XII–XI საუკუნეებით თარიღდება. როგორც გაირკვა, მეცნიერებმა ქალაქ ციკლაგს მიაგნეს, რომელიც ძველ აღთქმაშია ნახსენები.

ტექსტის თანახმად. მეფე ანხუსმა დავითს (ისრაელი ხალხის მომავალ მეფეს) და მის მომხრეებს უფლება მისცა, ამ ქალაქში შეეფარებინათ თავი მეფე საულის დევნისგან. არქეოლოგებმა იპოვეს შრომის იარაღები, ჭურჭელი, ზეთის ლამპრები და ღმერთებისთვის შესაწირი (ისინი იატაკში იყო დამალული). ყველა ნაგებობა დამწვარია, რაც ციკლაგზე ბიბლიურ ტექსტს შეესაბამება. ქალაქს უდაბნოში მცხოვრები ამალეკების ტომი დაესხა თავს, მათ ქალაქი დაწვეს და მოსახლეობა ტყვედ წაიყვანეს.

აღნიშნულ ადგილზე გათხრები ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. მანამდე მეცნიერები ციკლაგის საძებნელად 12 სავარაუდო ადგილს იკვლევდნენ.

Facebook Comments