საზოგადოება

ბექა ბასილაია -არ შეგეშინდეთ, მხნედ ვარ, მაგრამ შიმშილობას ვწყვეტ

Nusagi

პარლამენტის წინ მოშიმშილე ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტეს. ამის შესახებ აქციაზე თავად ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ბექა ბასიალაიამ განაცხადა. მისი თქმით, 19-დღიანი შიმშილის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და წყვეტს შიმშილობას, თუმცა ხვალიდან ყოველდღიურად კვლავ აქციებზე იდგება.

„მე და ვახტანგ სიხარულიძეს თავიდანვე გვქონდა გაცხადებული, რომ ვიშიმშილებდით, სანამ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება. არ შეგეშინდეთ, მხნედ ვართ, მაგრამ ვწყვეტთ შიმშილობას, ცოტა ხნით გადავალთ საავადმყოფოში და ხვალ ისევ აქ ვიქნებით თქვენთან ერთად, მოვითხოვთ გახარიას გადადგომას და მალე მშვიდობიანად შევცვლით მთავრობას“,-მიმართა ბასილაიამ მოშიმშილეებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,076 ნახვა
%d bloggers like this: