რელიგია

ილია მეორემ მრევლს სასიხარულო ამბავის გავრცელების კურთხევა მისცა

საქართველოს კათლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას, მრევლს სასიხარულის ამბის გავრცელების ლოცვა-კურთხევა მისცა.

“დღეს განსაკუთრებული დღეა 12 მოციქულის დღესასწაული, თქვენ მოისმინეთ რამდენად დიდია მნიშვნელობა და ღვაწლი 12 მოციქულის დღესასწაულისა. მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. მახარობელი იყო, ცუდი კი არ უთხრას ადამიანს არამედ სასიხარულო ამბავი აუწყოს. ასე რომ ეს არის ლოცვა კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ გავხდეთ მახარობლები. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ

უამრავი ხალხი ესწრება წირვა-ლოცვას, ბედნიერი ვარ, რომ პრეზიდენტი მობრძანდა, ვულოცავთ მას დღესასწაულს. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს ამ დიდი მისიის აღსასრულებლად. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს მოგიტანთ თქვენს დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ”, – ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს, რაც საპატრიარქოს ცნობით, იგივე სვეტიცხოვლობაა.

Facebook Comments