რელიგია

მცხეთაში დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 

საქართველოში სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება- 14 ოქტომბერს და 13 ივლისს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს სასულიერი პირებთან ერთად სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას ჩაატარებს. მსახურება 10:00 სთ-ზე დაიწყება.

ლიტურგიაზე დასწრების მსურველებისთვის თბილისიდან მცხეთამდე უფასო ავტობუსები დაინიშნა, რომლებიც 08:00 სთ-ზე საპატრიარქოსთან ახლომდებარე ტერიტორიიდან გავიდა.  

Facebook Comments