ქალი და მამაკაცი

რატომ რჩებიან ჭკვიანი და ლამაზი ქალები მარტო

მსოფლიოში უამრავი ლამაზი, ჭკვიანი და ღირსეული ქალი რჩება მარტო. ამის მიზეზი საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ არის, მათ არც სიძნელეების ეშინიათ და არც ძველი გამოცდილების გამეორების, უბრალოდ, არ სურთ, ძვირფასი დრო დახარჯონ იმაზე, რაც მათთვის სასურველ შედეგს არ მოიტანს. 

7 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არიან ღირსეული ქალები მარტო

1. მათ მაღალი სტანდარტები აქვთ, ჭკვიანმა ქალებმა საკუთარი თავის ფასი იციან და ნაკლებს არაფერს მიიღებენ.

2. ასეთ ქალებს არ სჭირდებათ მამაკაცი, რომ საკუთარი თავი ემოციურად შეავსონ. ისინი ყოველთვის ახალი მიზნების ძიებაში არიან. 

3. მათ არ უყვართ სისულელეების მოსმენა. ასეთ ქალებს ალერგია აქვთ მანიპულატორებზე, მატყუარებზე, ფარისევლებსა და თაღლითებზე. ისინი წარსულის შეცდომებით გამოწრთობილნი არიან. 

4. ისინი დიდ ენერგიას და დროს ხარჯავენ განვითარებაში. მუშაობენ საკუთარ თავზე პროფესიული დონის ამაღლებისთვის. არ ელიან, რომ ვიღაცა ამას მათ მაგივრად გააკეთებს. მათი მამაკაციც ასეთივე უნდა იყოს. 

5. ისინი არ ოცნებობენ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე. ჭკვიან და ლამაზ ქალს ეს ეტაპი უკვე გავლილი აქვს. ასეთ ქალებს არ სჭირდებათ მამაკაცი, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. 

6. მათ არ სურთ სათადარიგო ვარიანტად ყოფნა. ისინი ყოველთვის პირველ ადგილზე არიან და ნაკლებზე არ თანხმდებიან. თუ ფიქრობთ, რომ პირველივე შემხვედრი ქალით შეძლებთ მათ ჩანაცვლებას, ცდებით. 

7. ბევრ მამაკაცს ასეთი ქალის ეშინია. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არიან კაცები, რომლებსაც არ მოსწონთ ჭკვიანი და დამოუკიდებელი ქალები. მათ კონკურენცია აშინებთ. თანაც, ასეთ ქალთან მუდმივად უნდა განვითარდნენ. 

Facebook Comments