კრიმინალი

ახალქალაქში 22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სოფელ კუმურდოს მკვიდრი, რომელსაც ორი დღეა ეძებენ, ახალქალაქში, მიტოვებულ შენობაში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 14 აგვისტოს მოხდა.

ადგილობრივ მედიასთან jnews.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა კაზინოში თანხა წააგო, რაც შესაძლოა თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.

შსს-მ საქმეს სსკ-ის 115-ე მუხლით იკვლევს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments