პოსტები სოციალური ქსელიდან

ვარდის სურნელი ერთხელ უკვე გადაგვევლო და პარდონ, მარა აღარ გვინდა… @@@@@@

,,შერეკილები ვისაც მარტო ფილმი გგონიათ და გაბრიაძის ეს შედევრი “უცხო ჩიტი” არ წაგიკითხიათ- ერთმნიშვნელოვნად ხომ ბევრი გაქვთ დაკარგულi, მაგრამ, გასული საუკუნის 70-იან წლებში, იმ სიმშვიდესა და “დიადი მომავლის” მომლოდინე საზოგადოებაში, როგორ დაინახა ამ გენიოსმა 50 წლის შემდგომი საქართველო? გვარებიც კი ემთხვევა, შავგულიძე, შუბლაძე, ბურჯანაძე, პრაიდი, ჯიგიტი აზიატები და “მარუსიები”, პოზიცი და ოპოზიცი,ა თვით ტაბურეტკა-როგორც ბრძოლის იარაღი, ყველაფერი აქაა, ამ დიდ საგიჟეთში. ხოდა მეც აქაური ვარ, თვალი დაუდგეს ევროპას😁, ამ საგიჟეთის ღვიზლი შვილი კი არ დამეზარა ამეკრიფა (პდფ-იდან ვერ გადმოვწერე). მგონი გამოსავალია, ერთი ასეთი თაქი დაგვხატავს და დაგვამშვიდებს კარგა ხნით.

პ.ს. ვარდის სურნელი ერთხელ უკვე გადაგვევლო და პარდონ, მარა აღარ გვინდა…
@@@@@@@

ეზოში მეხი გაისმა, 
-არ დაიძრათ, უყვირა ფსიქიატრიის ხალხს ხუტა ოდიშარიამ. ეს ხალხი ჩემია, მიუთითა მათრახით ერთაოზსა და ქრისტეფორეზე.
-ვერ მოგართვეს გოზინაყი-იწივლა კუჭუხიძემ
-რას დაეთრევი ამ სახლში?-შეუტია ციხის უფროსმა
-ჰა, ჰა, ჰა…ფრანგულად გადაიკისკისა ნოშრებვანმა.
-მარუსია! მარუსია.
-ჩიყვიანო აზიატო იწივლა ნოშრევანმა და სანიტრებს უბრძანა-გამოიყვანეთ ავადმყოფები.
– არ დაუთმოთ ტუსაღები-ბრძანა ციხის უფროსმა
-ქაფური პირში აქაფვით-გაჰკიოდა ნოშრევანი.
ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა
უბანმა გაიღვიძა, გაიღვიძა ქალაქმაც, ყველამ “ნემენცის” ქუჩას მიაშურა. იფეთქა საუკუნობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ. არავინ კითხულობდა ვინ-ვის, რატომ და რისთვის ურტყავდა. დედის, მამის, პატარის, დიდის, კაცის, ქალის გარჩევა მოიშალა. მოცელეს ღობეები, გათელეს ბაღები, ბოსტნები, გაწიეს გვერდზე საქართველო, თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა, ჩიტმა ცა გამოიცვალა, გახურდა ჩხუბი, გაიღო კარი ლხინისა
-მორგოშიამ ქუჩის კუთხეში ბაგრატ მეფის ჟამს ჩასმული ქვა ამოაძრო და უმიზნოდ ისროლა,მეორემ, ასევე უმიზნოდ, ქოსა ძაღლს ტაცა ხელი და ლეღვის ხეზე ააგდო. ქუჩაში თბილი ლეღვების წვიმა წამოვიდა.
სილოვან ბლიკვაძე ღორის ნაწლავებით ახრჩობდა ენუქი ფურცხვანიძეს. მაზლის ცოლების დანახვაზე დარუშა შავგულიძემ ბავშვიანი აკვანი კორკიმელზე ჩამოკიდა და ჩვეულებრივი, ძალზე უბრალო ქვით ჩხუბში ჩაება. ბულვარში “ბუზიკამ” დაცხო, იაშა ფლეიშმანი პანღურებით ხელმძღვანელობდა ორკესტრს. 

ხეზე ჩამოკიდებულმა პატარამ არტახები აიშვა და შიბაქით ამოუგდო თვალი ხრესილის ომის ვეტერან-პაშა აბაშიძეს. გიმნაზისტი ახვლედიანი სამ მანეთს ითხოვდა ლათინურის მასწავლებლის ჭიდან ამოყვანაში, ლათინისტი იძლეოდა ორს.
-მაშინ ეგდე მანდ-გიმნაზისტი ჭას მოსცილდა, ბორია გაგულაშვილს ყელში წაუჭირა ხელი და რჯული შეურყია. შვანგირაძემ ახეული ყური ჯიბეში შეინახა საცოლისთვის და გოგისვანიძეს თავი დაუშინა. 
მინაგო ერგემლიძე მოგონილი კოჭლობით არ აძლევდა დამიზნების საშუალებას რაფიელ მიქაუტაძეს ზუსტად თავში ტაბურეტკის ჩარტყმისა და მზაკვრულად უშვერდა ზურგს, რომ ტაბურეტკა დაშლილიყო ზურგზე და არა მინაგოს სურვილის მიხედვით-რაფიელის დანიშნულ თავზე, რომელიც ბავშვობიდან სავსე იყო ამნაირი ღალატით და ფალშივობით. 
რაჭველები გუბერნატორის როიალით კედლებს ანგრევენ, ბურჯანაძე შუბლაძეს დაბალ- მაღალ კბილებს ერთ ზომაზე უყენებდა. მეწურბელე გაჩეჩილაძის ბალახვანიდნ შემოჭრამ კიდევ უფრო დააჩქარა საქმე.
-გაჩერდი შე სირისტიანო-უყვირა ხუტამ ექიმს და ცხენი შეჰქუსლა
-ღრანჭის მასაჟი მაგას-ყვიროდა ნოშრევანი და ადგილს იცვლიდა
კვისტანცია თითისტარით ედესიას დასდევდა, 

გვერდებშელეწილი მეწურბელე გაჩეჩილაძე ფეხდაბიჯებული თავის აღსადგენად ნათესავებმა გოდრით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და ექიმ მინოვიჩთან გააქანეს, მაგრამ ერთმანეთში უსიამოვნება გამო ჩაუვარდათ რიონის საიქიოში თეთრი ხიდიდან.
-მე ვიცი შენი წამალი!-უკივლა ციხის უფროსს კუთხეში გამომწყვდეულმა ექიმმა და სანიტარს უბრძანა-ანტიძაღლინ!
შაშიკო პალიკოს უფერადებდა სახეს მეჭეჭიანი კვახივით მუშტით. 
ორი შაური და ორი მანეთი-ისმოდა ჭურიდან მასწავლებლის ხმა. 
-სამი მანეთი, მტკიცედ იდგა თავისაზე გიმნაზისტი ახვლედიანი, რომელსაც მამაგეიშვილი თავით ნაკურთხ მარილს ანაყინებდა. 
………………………………………..
გამოუშვით შმაგები-ბოლო წამს იყვირა ხუტას ქვეშ მოყოლილმა ფსიქიატრმა
-ორსულები გაიყვანეთ- მიხვდა ვიღაცა ღვთისნიერი
სულ რამდენიმე წუთში ნეო-ნევრო კლინიკიდან შმაგების რაზმი შემოიჭრა, მაშინ ქიმია არ იყო, ვაშლში ჭია ცხოვრობდა, რძე ქვაბიდან გადმოდიოდა, გიჟი გიჟობდა, შმაგი შმაგობდა. ჩხუბში შმაგები ჩაერთნენ. ერთმა ყველაზე ჩქარა მდუღარემ კბილებით ააგლიჯა ნალი ხუტას ცხენს. 
ორი მანეთი და ოთხი აბაზი…სუსტად მოისმა ჭიდან მასწავლებლის ხმა, რის შემდეგაც ლათინური და მისი მცოდნე არავის გახსენების ქალაქში
სიმყუდროვე ჩამოდგა, დაწყნარდა მთვარეც, სახე გაეწმინდა, გამოჩნდა ხვამლი, წავიდა ეშმაკი, დაიძინა იმერეთმა, ნიავმა ვარდის სურნელი გადაავლო საქართველოს.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეა შაყულაშვილი

Facebook Comments