საზოგადოება

თბილისში განახლებული მრგვალი ბაღი 1 კვირაში გაიხსნება

მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება. განახლებული ობიექტი სავარაუდოდ 1 კვირაში გაიხსნება.

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. კახი კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელსაც ამ ობიექტის რეაბილიტაციის ვალდებულება ჰქონდა, ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო სამუშაოებს ჩამოშორდა და ახალი კომპანია შეირჩა.

მრგვალ ბაღში შეიცვალა მიწის საფარი, განათების სისტემები და მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე განახლდება გამწვანება და დაითესება ბალახი.

„უკვე ძალიან მალე დამთავრდება ყველანაირი სამუშაოები და ძალიან მიხარია, რომ მაგარი სივრცე გამოდის ყველაფრით. ასევე რეაბილიტაცია ხდება ულამაზესი შადრევანი. ძალიან მალე კიდევ ერთი ლამაზი და მაგარი სივრცე გვექნება ქალაქში”,- განაცხადა კახი კალაძემ.

Facebook Comments