სპორტი

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ინფორმაცის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

“ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ხეცურიანმა მიმდინარე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ჯგუფური ეტაპში, ყველა მოგებით გადავიდა და ავტომატურად საუკეთესო 16-ში მოხვდა. საუკეთესო 8-ში მოსახვედრად დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე ირინა მიშუროვა ანგარიშით 15:10. 4-ში მოსახვედრად კი იტალიელ პასკუნიო როზას სძლია ანგარიშით 15:13.

ნახევარფინალში ხეცურიანი ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა,პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გახლდათ.საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები სამშობლოში 17 ივლისს დაბრუნდება”.

Facebook Comments