Uncategorized

ნიუ-იორკში 1977 წლის 13 ივლისის ბლექაუთი განმეორდა

Screens in Time Square are black during a widespread power outage, Saturday, July 13, 2019, in the Manhattan borough of New York. Authorities say a transformer fire caused a power outage in Manhattan and left businesses without electricity, elevators stuck and subway cars stalled. (AP Photo/Michael Owens)

ნიუ-იორკში 13 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა. შედეგად გაჩერდა მეტრო, ადამიანები ჩარჩნენ ლიფტებში, ჩაქრა შუქნიშნები. 

ადგილობრივი ენერგეტიკული კომპანია Con Edison აცხადებს, რომ შაბათს საღამოს უშუქოდ დარჩა 70 ათასი ადამიანი. 

გვიან ღამით, კომპანიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ენერგომომარაგება 6 გათიშული რაიონიდან 5-ს უკვე აღუდგა. მისივე თქმით, ზაფხულის სიცხე, რომელიც ელექტროენერგიის მოხმარებას ზრდის, ავარიის მიზეზი არ ყოფილა. მეხანძრეები აცხადებენ, რომ ბლექაუთის მიზეზი მანჰეტენზე, 64-ე ქუჩაზე არსებულ ტრანსფორმატორში გაჩენილი ხანძარია. ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ საკუთარ თვითერზე დაწერა, რომ ხანძარი კანალიზაციის არხში გაჩნდა. მისივე თქმით, ეს უბრალოდ, ტექნიკური პრობლემაა, რომელიც მალე აღმოიფხვრება.

აღნიშნული ფაქტი 1977 წლის 13 ივლისს, ნიუ-იორკში მომხდარ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის, ე.წ. ბლექაუთის 42 წლისთავზე მოხდა. მაშინ სიბნელეში ჩაფლულ ნიუ-იორკში მასობრივი ძარცვა და ვანდალიზმი დაიწყო. ქალაქი 2003 წლის აგვისტოშიც ჩაბნელდა.

ამჯერად სინათლე მანჰეტენის ცენტრალურ ნაწილში ჩაქრა, ასევე ბროდვეიზე, სადაც სპექტაკლები გადაიდო. ზოგიერთმა მსახიობმა ქუჩის წარმოდგენა მოაწყო. გადასასვლელებზე კი, მოძრაობას ჩვეულებრივი გამვლელები არეგულირებდნენ, სანამ ადგილზე პოლიციელები და ეროვნული გვარდია მივიდოდა. 

Facebook Comments