ხელოვნება და კულტურა

ორბელიანის მოედანზე დღეს კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება

ორბელიანის მოედანზე დღეს კლასიკური მუსიკის კონცერტი პროექტ Tbilisi Classic Open Air-ის ფარგლებში გაიმართება.

18:00 საათზე, მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო).

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

Facebook Comments