სპორტი

საქართველოს პარლამენტისა და სამაჩაბლოს საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

საქართველოს პარლამენტისა და სამაჩაბლოს საფეხბურთო გუნდებს შორის, „ჯანსაღი ცხოვრების წესის” კამპანიის ფარგლებში, ქ. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სპორტი ადამიანებს აერთიანებს და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება.

“სპორტი ადამიანებს აერთიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზით, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ხიდების აღდგენით შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.

Facebook Comments