კრიმინალი

ქობულეთის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვეს დროს დაშავებული კიდევ ერთი უცხოელი გარდაიცვალა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად კლინიკაში სულ 12 ადამიანი გადაიყვანეს.  ერთი უცხოელი კი შემთხვევის ადგილზე გაირდაიცვალა, მეორე უცხოელი კი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.

მათგან 10 პაციენტი ევექსის ჰოსპიტალშია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის ირმა დოლიძის განცხადებით დაშავებული ათი პაციენტიდან რვა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის 6-ის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი საშუალო სიმძიმის. დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც.

Facebook Comments