ქობულეთში გუშინ მომხდარი ავარიისას დაშავებული 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში არაერთი ოპერაციის მიუხედავად 6 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი თავის ტრამვა ჰქონდა მიღობული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება მუცლის ღრუში და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო თავის ტვინის დაზიანება, სწორედ ამიტომაც ვერ მოხდა მისი ტრანსპორტირება თბილისში“,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

გარდაცვლილი მცირეწლოვანი გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ცოლ-ქმრის შვილია. ოჯახის კიდევ ერთი წევრი ამ დროისთვის ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურანლობას. იგი გამოკვლევებისთვის რეანომობილს თბილისში გადაჰყავდა, თუმცა მდგომარეობა გზაში დამძიმდა, რის გამოც პაციენტი ქუთაისის კლინინაში მოათავსეს.

Facebook Comments

ახალი დადებული