პოსტები სოციალური ქსელიდან

ამხანაგო მთავრობავ, დაგვიბრუნეთ ძველი ლევან ბერძენიშვილი! ანდა მაშინ გადადგეს გახარია, გვახარია, გამიხარდია და სამველ ოკრიბაშვილი-ალავერდისა!

Nusagi

,, ლევან ბერძენიშვილი: – ყველაზე მთავარი ისაა, რომ გიორგი გახარია არამარტო გადადგება, არამედ ციხეში ამოლპება. ამის გარანტიას მე, უბრალო ადამიანი ვიძლევი.
. . .
არა, ეს ის ლევან ბერძენიშვილი არ არის, რომელიც ჩვენ გვიყვარდა, რომელსაც პატივს ვცემდით, რომელიც ჰუმანისტურ იდეებს გვინერგავდა ჯერ კიდევ იმ დროს, ბიბლიოთეკის დირექტორი რო იყო და სხვის წერილებს რო კითხულობდა, და რომელმაც ჰომეროსის “ილიადა” გადაგვითარგმა, მართალია თხრობით და არა ლექსად, მაგრამ მერე რა?
ეს კაცი შეცვალეს!
ღამე, როცა ლევანს ეძინა, კედლიდან შავი ხელი გამოძვრა, მოიტაცა ძველი ლევანი და მის ადგილას ახალი, გახრწნილი, გარყვნილი და სულით ავადმყოფი ლევანი დააწვინა.
შესახედავადაც შეიცვალა!
აბა, დააკვირდით, ჯერ კიდე რამოდენიმე წლის წინ ეს იყო მხარბეჭიანი, ტანადი,ახოვანი, ბრგე, სანდომიანი და სიმპატიური მამაკაცი.
ახლა კი ვუყურებ და ჩვენ წინ დაშლილი, უფორმო, თითქოს და უხარისხო პლასტელინიდან გამოძერწილი აბსტრაქტული ფიგურაა, მუდამ დაღებული პირითა და ბტყელი, დემენციური თვალებით.
არა, ეს ის ლევანი, ის ბატონი ლევანი არ არის, ვის ლექციებზეც დავდიოდი და 30 ლარს ვიხდიდი ბილეთში.
მისგან შევიყვარე პეტრე ტოლსტოი და სიდორ ტონკოი, მიხაილ ზაგოსკინი და ფადდეი ბულგარინი, ანა ზეგერსი და იულიუშ კომარეკი, რავჟირინ რავჟირი და აბდულკაიუმ ხამროევი.
და ახლა? ახლა რა ხდება? რას ლაპარაკობს, რას ქადაგებს, რას ატრაკუნებს?
არა, ეს ლევან ბერძენიშვილი არ არის, რომელიც ჩვენ გვიყვარდა.
უფრო დავით ბერძენიშვილია, მაგრამ ლევანი?
არა!
შეგვიცვალეს.
ანდა ისე შეაშინეს, რომ მისტერ ჰაიდად გადაიქცა.
აბიდნა, ფილიად!
. . .
ამხანაგო მთავრობავ, დაგვიბრუნეთ ძველი ლევან ბერძენიშვილი!
ანდა მაშინ გადადგეს გახარია, გვახარია, გამიხარდია და სამველ ოკრიბაშვილი-ალავერდისა!
ყველა გაგადგეს.
მეც გადავდგები, თანაც ახლავე, რადგან დღეს ბევრი საზამთრო ვჭამე. “- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით კალანდია

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,327 ნახვა
%d bloggers like this: