უცხოური მედია

მოსკოვში გამართული აქციის ორგანიზატორი პოლიციის განყოფილებიდან გაიქცა (ვიდეო)

Nusagi

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ФБК) იურისტი ლიუბოვ სობოლი, რომელიც მოსკოვის ცენტრში, არასანქცირებული მიტინგის ორგანიზატორია, პოლიციის განყოფილებიდან გაიქცა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

კადრებზე ასახულია, როგორ გარბის სობოლი პოლიციიდან, უკან კი, სამართალდამცავები მისდევენ. „მივრბივარ თავისუფლებაზე“ -ამბობს სობოლი. 

მას შემდეგ, რაც პოლიციელები სობოლს იჭერენ, ის ამტკიცებს, რომ უკანონოდ აკავებენ. მედიის ცნობით, სობოლის გარდა პოლიციის განყოფილებიდან ასევე გაიქცა ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი,

მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებთან დაკავშირებით, კვირას, 14 ივლისს მოსკოვის საარჩევნო კომიტეტთან აქცია გაიმართა. 25 ადამიანზე მეტი, მათ შორის ორგანიზატორები შსს-მ დააკავა. აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიუბოვ სობოლის მიერ წინასაარჩევნოდ შეგროვილი ხელმოწერებიდან 700-ზე მეტი ბათილად ჩაითვალა, რის შემდეგაც სობოლმა მომხრეებს აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,342 ნახვა
%d bloggers like this: