ცხოველები

რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა

რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა.

მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული.

როგორც ქვეწარმავლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნა, შხამიანი გველი მან საცხოვრებელი სახლის ეზოში, წყალთან ნახა. მისი თქმით, თავდაპირველად ქვეწარმავალი ხვლიკი ეგონა და ხელი მოკიდა. პაციენტმა ექიმს მაშინ მიმართა, როდესაც ტკივილმა იღლიამდე მიაღწია.
ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება. პაციენტის თქმით,

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ამ ეტაპისთვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, თუ მამაკაცს ინტოქსიკაციის სიმპტომები გამოუვლინდება, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიყვანენ და შესაბამისი დახმარება აღმოუჩნდება.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავად გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს რომ გველის ეს სახეობა ეს ნამდვილად გიურზაა.

Facebook Comments
თეგები