უცხოური მედია

მოსწავლეებს, რომლებმაც პედაგოგებს შარდიანი და სპერმიანი ბლინები მიართვეს, ციხე ელოდებათ

Nusagi

აშშ-ში, ოჰაიაოს შტატში საშუალო სკოლის რამდენიმე მოსწავლეს ბრალი ედებათ, რომ მასწავლებლებს საკვები მიართვეს, რომელშიც შარდი და სპერმა იყო არეული. ინფორმაციას Metro ავრცელებს.

ინციდენტი ოთხშაბათს სკოლაში – Hyatts Middle, კულინარიული შეჯიბრის დროს მოხდა.

მოსწავლეებმა საკვები, რომელიც პედაგოგებისთვის უნდა მიერთმიათ, დააბინძურეს. დელავერის ოლქის ხელმძღვანელობის განცხადებაში ნათქვამია, რომ  ბლინებში, რომელიც მასწავლებლებმა გასინჯეს, შარდი და სპერმა იყო გარეული. 

ოლქის შერიფის წარმომადგენლის თქმით, მათ ვიდეოჩანაწერიც აქვთ, სადაც აღნიშნული ქმედება არის დაფიქსირებული. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს შესაძლოა, ხუმრობა იყო და მოსწავლეებმა ვიდეოზე უბრალოდ თავი მოაჩვენეს, თითქოს საკვებს აბინძურებდნენ.

შერიფის თქმით, ამჟამად საკვების ლაბორატორიული შემოწმება მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,107 ნახვა
%d bloggers like this: