კრიმინალი

პოლიციამ ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი – 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments