რუსეთში, პლიაჟზე 7 ადამიანის გვამი იპოვეს

იაკუტსკის არასანქცირებულ პლიაჟზე 7 ადამიანის გვამი იპოვეს. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია იაკუტიის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, მდინარე ლენას ნაპირზე, დასვენების არასანქცირებულ ადგილზე სავარაუდოდ, უფროსებმა ბავშვები უყურადღებოდ მიატოვეს, შემდეგ კი, მათი გადარჩენის დროს დაიღუპნენ.

13 ივლისს, იმავე ადგილზე დაიღუპა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი 43 წლის პაველ ევსიუკოვი, რომელიც ბავშვის გადარჩენას ცდილობდა. სავარაუდოდ, ისინი წყლის მორევში მოხვდნენ და გამოსვლა ვერ შეძლეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული