სოციალური ქსელები და მედია

ირმა ინაშვილი – გასაგებია, რატომ მოხდა ხელმძღვანელობის ცვლილება რადიო „თავისუფლებაში“

ირმა ინაშვილი რადიო თავისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელმძღვანელობის გამოცვლის შემდეგ გამოცემამ სწრაფი და თვალსაჩინო დეგრადაცია განიცადა. ირმა ინაშვილი რადიო თავისუფლებას ნაცმოძრაობის პარტიულ მედიაჯიხურს უწოდებს. 

„რადიო “თავისუფლება” კლასიკური ტიპის ზონდერ მედიასაშუალებად იქცა. მას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტურ სტანდარტებთან და ეთიკასთან. იცავს მხოლოდ ნაცმოძრაობას და არის პარტიული მედიაჯიხური.

რადიო “თავისუფლებავ”, სამწუხაროა, რომ ასეთი სწრაფი და თვალსაჩინო დეგრადაცია განიცადეთ. მას შემდეგ, რაც თქვენი ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახლა უკეთესადაა გასაგები, რატომ მოხდა ეს ცვლილება.

სამარცხვინო მედია ხართ! მატყუარა, ცილისმწამებელი და უკვე ძალიან იაფფასიანი. სადღაც სასაცილოც. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არაა დასავლური სტანდარტი. ეს პროხოროვის ჟურნალისტიკაა, საბჭოთა პროპაგანდისტული ჟურნალისტიკა!“,-წერს ირმა ინაშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni