09:03 საათია..
-დედაა, ხათუ, ხსნიან, ხსნიან- კივილით შემოვარდა მეზობელი.
-ვის?- ძლივს გავაღე თვალი და დედის გინებაზე უარესი ხმით ვკითხე.
-გახარიას, გოგო, გახარიას. ეს გათახსირებულები. საგანგებო სხდომაზეო… სადაა კაპტოპრილი? ააა… მუსიე ენეფი ორთუნა… ააა…
-სად გაიგე?
-იმედმა თქვა, ახლა.
ვრთავ ტელევიზორს. ვახვევ.
-ადექი, წავედით… გოზიკინაფილი სქანი დუდი, რას უცდი…
-მაცალე, მოვისმინო. – ვეუბნები წყნარად და თავს ვუკრავ ნელი, ტრაგიზმით სავსე ნაბიჯებით შემოსულ დანარჩენ მეზობლებს.
-დღეს, საგანგებო სხდომაზე…. ზაქარია ქუცნაშვილს…….
-დედაააა… ზაქარიასო, ზაქარიასო… მე გახარიასო გავიგე…-შეჰკივლა მეზობელმა ბედნიერი ხმით და შალახოს ხელის ქნევით აჩვენა დანარჩენებს, წავედითო!
– კაპტოპრილი დატოვე – ვთხოვე საცოდავად და – უ(ყ)ნგა, გიღუდასი ჩქიმ ცოდა….- მივაძახე სიცილით.
ხათუნა ხოფერიას ფეისბუქ-გვერდიდან