სამართალი

აქციის ღამესთან დაკავშირებით დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავებაზე ინფორმაცია გუშინ, 16 ივლისს გაავრცელა. 

გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ამ საქმეზე უკვე ჯამში 2 სამართალდამცველია დაკავებული.

Facebook Comments