სამართალი

გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

შს მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გამოკითხვის შემდეგ გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო. შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ჩემს მიერ პასუხი იქნა გაცემული.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ. მე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რადგან ძალიან კარგად ვიცით, სად არის სიმართლე. ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


Facebook Comments