კრიმინალი

ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში მდებარე რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ შუქნიშანთან 15 წლის გოგოს ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი წითელზე გადადიოდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნახილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Facebook Comments