მოგზაურობა

კუს ტბის საბაგირო 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

,,გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად.

მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!”, – აცხადებენ კომპანიაში.

Facebook Comments