Uncategorized

მოსამართლეობის კანდიდატი: საბჭოს წევრი ჩემი ყოფილი რძალია, ინტერესთა კონფლიქტი უკვე აღარ არის

Nusagi

უკვე რამდენიმე საათია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ კანდიდატთან  გასაუბრება მიმდინარეობს. ზურაბ აზნაურაშვილთან ყველაზე მეტი კითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთ. მათი ინფორმაციით კანდიდატს საბჭოს მოსამართლე წევრ თამარ ონიანთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს, რის გამოც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. 

თავად ზურაბ აზნაურაშვილი ადასტურებს ამ კავშირს, თუმცა განმარტავს, რომ თამარ ონიანი მისი ყოფილი რძალია და ამჟამად ინტერესთა კონფლიქტი აღმოფხვრილია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 50-კაციანი სიიდან პირველი ხუთეული ანბანის პრინციპით შეარჩია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება 1 ივნისს დასრულდა. განცხადებების მიღება ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,756 ნახვა
%d bloggers like this: