პოლიტიკა

პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება

სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები, – ამის შესახებ შს მინისტრმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდგომ განაცხადა.

კითხვაზე, სხვა პოლიციელებსაც დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა, გახარიამ უპასუხა, რომ თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„პასუხისმგებლობა იქნება იმაზე, რომ შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირება იქნება, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები,“ – განაცხადა მან.

ამასთან, მისი თქმით, „საქმის მასალებში დევს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისად ჩაატაროს გამოძიება“.

Facebook Comments
თეგები