უცხოური მედია

ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორმა ფილმის ნახვის შემდეგ თავი მოიკლა

ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის ავარიის ერთ-ერთმა ლიკვიდატორმა, ყაზახეთში მცხოვრებმა ნაგაშიბაი ჟუსუპოვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მან HBO-ს სერიალ „ჩერნობილს“ უყურა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ინციდენტი ივნისის ბოლოს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. როგორც გამოცემას გარდაცვლილის ქალიშვილმა უამბო. მამაკაცი სერიალს თვალცრემლიანი უყურებდა, რადგან ნანახმა მძიმე მოგონებები გაუღვიძა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „ჩერნობილის ინვალიდები“ ხელმძღვანელმა „აკტობე ტაიმსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ჟუსუპოვი ერთ-ერთი პირველი რეზერვისტი-ჯარისკაცი იყო, რომელიც ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციოდ ჩაიყვანეს. ის უშუალოდ მე-4 ბლოკში, ცეცხლმოკიდებული რეაქტორის გვერდით მუშაობდა. 

გარდა ამისა, ჟუსუპოვი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, სახელმწიფოსგან ბინა მიეღო. 1997 წლიდან ის მეუღლე და ბავშვებთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც 10 წელი გაატარა საცხოვრებელი ფართის რიგში. „შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის იქიდან „ამოიღეს“, სარჩელი შეიტანა, რათა ბინის მისაღებად რიგში აღედგინათ. ბოლოს როდესაც ვნახე, მითხრა, რომ ვერაფერს მიაღწია“,-ამბობს სატოვი. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ლიკვიდატორი მთელი ცხოვრება თავის ტკივილისგან იტანჯებოდა.

„აკტობე ტაიმსმა“ ადრე ჟუსუპოვთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ჩერნობილის შემდეგ სემიპალატინსკის პოლიგონზე მუშაობდა, სადაც ბირთვული წვრთნები მიმდინარეობდა და ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა.

Facebook Comments
თეგები