პოლიტიკა

ჩვენ ქართული ოცნებისთვის ვდგავართ, ეს ნაძირლები მე უნდა დავიცვა, როცა ოპოზიციაში გადავლენ

„ქართული ოცნებისთვის“ ვდგავართ იქ, ეს ნაძირლები ჩემი დასაცავები გახდებიან, როცა ოცნებაში გადავლენ,-ამის შესახებ პარლამენტთან გამართული აქციის „სირცხვილია“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა. 

დიღმელაშვილი ქართული ოცნების წევრებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი აქციის ორგანიზატორების დისკრედიტაციას ეწევიან. 

„ბიძინა ივანიშვილის გუნდი ერთმანეთში შეზელილი რუხი მასაა, რომელსაც არაფერი აერთიანებს. შეხედოს ტელევიზიების რეიტინგებს, მთელი საქართველოს ყურადღება რუსთაველზეა მიმართული და აქციებს რომ უწყობენ, უკანა კარიდან იპარება. თქვენი ეთერიდან, უკანა კარიდან გაიპარა რკინის კაცი. კაკო ზოიძემ ჩვენზე თქვა, რომ მე-5 კოლონა ვართ და ამის შემდეგ წასულია მისი საქმე, პოლიტიკაში ამ ადამიანს მომავალი აღარ აქვს, ახალგაზრდებზე ასეთ რამეს რომ იტყვის. ჩვენზე ძალადობენ, ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას ვიღაც მოშეებით და ძალადობის ენაზე მოსაუბრე ჯგუფების გაძლიერებით, კოალიციაში შედიან ძალადობასთან მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, მერე გამოდიან და იძახიან, რომ 18 წლის გოგოს სახელმწიფო გადატრიალება უნდოდა და ნაციონალიაო. ნაციონალისთვის შეიძლება თვალში მიბჯენით სროლა? ჩვენ სწორედ იმ ოცნებისთვის ვდგავართ იქ, რადგან ჩვენი დასაცავები იქნებიან ეგენი. ეს ნაძირლები კიდევ მე უნდა დავიცვა, როცა ოპოზიციაში გადავლენ“,-აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.  

Facebook Comments