პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ეს ყველაზე ნაკლებადაა “დედა ენით” ბავშვობაში გადატანილი ტრავმის ბრალი. “

Nusagi

,, დედა ენაზე მე რა უნდა დავწერო? ისიც კი არ ვიცოდი სხვა წიგნით თუ ისწავლებოდა აქამდე ქართული ანბანი. ზოგადად არასდროს მაქვს პრეტენზია, რომ ჭეშმარიტების გასაღები კვერცხშია-რომელსაც მე ვფლობ. არც კატეგორიული ტონი მაქვს და მარტივად ვიღებ განსხვავებულ მოსაზრებას, მაგრამ არ მგონია ქართული ანბანის შესასწავლად სხვა უფრო მარტივი მეთოდი არსებობდეს, ვიდრე იაკობ გოგებაშვილმა საუკუნე ნახევრის წინ 5 ულამაზესი ხმოვნსა და ზოგჯერ “მოუხერხებელ” (ს, თ…),ზოგჯერ უხეშ (ძ) , იშვიათად კი ნერვებისმომშლელად თავხედ და რთულ (ჯ; ხ; ჟ) თანხმოვნებისთვის მოძებნა. ასეც რომ არ იყოს, არ მეტყობა, მაგრამ მაქვს ეს გოიმურ-კონსერვატორული კომპლექსები (დედაჩემის გავლენით)- მგონია რომ არის რაღაც ეროვნული “კონსტანტები”-რომელზე ღლიცინიც, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა ” ვაშინერს”.
მეორეს მხრივ, ის ადამიანები მეგოიმება ასეთი კომპლექსები რომ “ვითომ-ვითომ” არა აქვთ და ზედაპირულ “პაწრიოწიზმსით” და ” წვეტიანი ფეხსაცმლით” მარტივად ცდილობენ ასფალტზე დამკვიდრებას.
სანამ რამეს დავწერდი იაკობის დედა ენას გადავხედე, პირველი რაც თვალში მომხვდა ისაა, რომ წიგნი “სახალხო შკოლებისთვის” შექმნილა, თუ “იაკობ გოგებაშვილი” სხვას არაფერს გეუბნება, მარტივია მაშინვე გვერდით გადადო და დაპოსტო “რუსეთუმე იაკობი ჰაჰაჰაჰაჰაჰ” და დაელოდო შენ წილ 5 ლაიქს, 2 გულს და 11 დაჰაჰავებას მაგრამ, თუ შიგნითაც ჩაიხედავ, ვერაფერს ნახავ სასაცილოს და ისეთს, დღევანდელ დიგიტალურ სამყაროში მცხოვრებ ბავშვს რომ არ გაეგონოს. ია, თითი, საათი, ოფოფი, ჟირაფი, თასი, ხე… ამ სიტყვების გაგონებაზე ბავშვი თუ “გაოგნებას” გამოხატავს იქნებ მიხვდეთ, რომ პრობლემა წიგნში კი არ არის ბავშვშია და დროზე მიიყვანოთ ექიმთან. 

” ურემთან” და “თოხთან” შეიძლება გქონდეს პრეტენზია , განსაკუთრებით თუ ამ ორმა მთელი ბავშვობა გაგიმწარა და დღესაც შარვალ-კოსტუმში გამოწყობილს ძილში მაინც “არ გაძლევს მოსვენებას”თუმცა, საკუთარ კომპლექსებს თუ გვერდით გადადებთ, ბავშვსაც მარტივად აუხსნით რომ ეს ძველებური შრომის იარაღი და “ტრანსპორტია”. “ორშიმო” -ზეც ბევრს წასკდა “სვეცკი ცრემლი” სიცილისგან…ისა და… ქვევრი და ქვევრის ღვინო თუ გეამაყებათ არამატერიალურ კულტურის ძეგლად, იმ ქვევრიდან ღვინოს სულ “ვილეროი და ბოხის” ფაიფურის ჩამჩებით იღებდნენ ბაბუათქვენები.
ვიღაცამ მუწუკებიანი გოგოს ამბავი უნდა ისწავლონო? ამ მოთხრობაში რა არის სასწავლი? ჩვეულებრივი, მათი ყოველდღიური ცხოვრებაა….

ბულინგი, წითელა, გარეგნობის, ჩასაცმელის, მშობლის მანქანის გამო კლასელის ჩაგვრა…პრობლემა საუკუნე ნახევრის მერეც იგივეა და თქვენი შვილიც ან “კატოა” ან “ვარო” ან მათი მეგობარი (მჩაგვრელი ან ჩაგრული) ან ამ ორ ბანაკს შუა მოსრესილი ინდიფერენტული მაყურებელი ( მე ნუ შემეხებიან პოზიციით), რომელმაც ის თუ ისწავლა, რომ თუნდაც ცუდ, მაგრამ დაცემულ ადამიანს წიხლი არ უნდა მიაყოლოს- მხოლოდ მადლობა გაქვთ სათქმელი. თხა და გიგოს მეტი არაფერი აქვს წაკითხულიო რომ იტყვიან, აუცილებლად შერცხვება თვითონ “თხა და გიგოც” რომ არ ეცოდინება. არც იავნანამ რა ქნა იქნება მისთვის უცხო(ერთხელ მაინც წაუღიღინებდა ვინმე), არც “ერეკლე მეფე და ინგილო ქალი”-გოიმობა და “ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტაზე” გაზრდილი- არც “ვაშლი და შაქარას” წაკითხვისას გეტყვით….უიმეეეე, ეს რა მდარე ლექსია, დახვეწილი გემოვნება შემელახაო…..

“ნუუუ” ბაბუცაზე, სიკოზე, ვაროზე, შიოზე და შაქარაზე-ჩვენც გვეცინებოდა, თუმცა ჩვენ ასევე გვეცინებოდა ცოტნეზე, თორნიკეზე, ლაზარეზე, მართაზე, გვანცაზე, თინათინზე, ანასტასიაზე, ბარბარეზე, რადგან იყო დრო, როცა მხოლოდ დათო, კახა, ზაზა, პაატა, ვასიკო, ნინო, მარინა, ეკა, ხათუნა ან ნათია უნდა გრქმეოდა 
“საწყალი” იაკობის და მისი “დედა ენის” (რომელსაც რა თქმა უნდა არ ეწერება “სახალხო შკოლებისთვის” და ადაპტირებული იქნება დღევანდელობასთან) დანაშაული ისაა, რომ ის “რომელიღაც ხელისუფალმა” დააბრუნა სკოლაში რაც აპრიორი ნიშნავს, რომ მისმა ოპონენტმა უნდა “იკაიფოს” თემით ან “განგაშის ზარი” შემოჰკრას. 
არა აქვს მნიშვნელობა იქნებოდა ეს წინა, არსებული თუ მომდევნო ხელისუფლება, შედეგი იქნებოდა იგივე….თუმცა ყველა ხელისუფლეფალი, უმეტესობა მათი მომხრე 
და მოწინააღმდეგე, გოგებაშვილის დედა ენით გაიზარდა და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ეს ყველაზე ნაკლებადაა “დედა ენით” ბავშვობაში გადატანილი ტრავმის ბრალი. “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეა საყულაშვილი

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,365 ნახვა
%d bloggers like this: