უცხოური მედია

ბარსელონაში პოლიციელის ყურადღება მამაკაცმა მიიპყრო, რომელსაც პარიკი უცნაურად ედო თავზე

კურიოზული შემთხვევა მოხდა ესპანეთში, ბარსელონას აეროპორტში. მებაჟის ყურადღება შუა ხნის მამაკაცმა მიიპყრო, რომელსაც პარიკი თავზე უცნაურად ედო. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ კოლუმბიელი კურიერი პარიკის ქვეშ ნახევარ კილოგრამ კოკაინს მალავდა, თუმცა ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ზერელედ. 

„უსაზღვროა ნარკომავაჭრეთა ფანტაზიები, ყველაფერს აკეთებენ, რომ საბაჟო კონტროლს თავი დააღწიონ“,-ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

ნაპოვნი კოკაინი 30 000 ევროს ღირებულებისაა. 

Facebook Comments
თეგები