სოციალური ქსელები და მედია

გვარამია აღარ არის თანამდებობაზე, კომპენსაციისთვის კი, შეუძლია მიმართოს სასამართლოს

რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ დანიშნული დირექტორი, პაატა სალია “რუსთავი 2”-ში მივიდა და ეზოში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს გაესაუბრა.

პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებას ტელეფონის საშუალებით ცდილობდა, თუმცა მან ზარს არ უპასუხა.

„აქ მოვედი, რომ შევხვდე ნიკა გვარამიას და იმ ადამიანებს, ვინც არის პასუხისმგებელი მენეჯმენტის საკითხში. ჩემი სფერო არ არის სარედაქციო პოლიტიკა, ჩემი სფეროა, რომ შევისწავლო სამართლებრივი მდგომარეობა, რა გადაიბარა ქიბარ ხელვაშმა. დავურეკე ნიკა გვარამიას და არ მიპასუხა“,-განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია უკვე გათავისუფლებულია.

„ქიბარ ხალვაში არ აპირებს მასთან თანამშრომლობას. ნიკა გვარამიას გადაყენება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ ნიშნავს. არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს. ჟურნალისტები დარწმუნდებიან, რომ მათ არავინ შეეხება. რაც შეეხება გვარამიას კონტრაქტს, გვარამია აღარ არის თანამდებობაზე და თუ ფიქრობს, რომ ეკუთვნის კომპენსაცია, მიმართოს სასამართლოს“,-განაცხადა მან.

Facebook Comments
თეგები