საზოგადოება

გიორგი ბარამიძე ფიქრობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ივანიშვილის ფულმა და პუტინის გავლენებმა იმოქმედა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დიდი მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, მაგრამ არა გადაწყვეტილება, რომელმაც სასოწარკვეთაში უნდა ჩაგვაგდოს. კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულ, უთანასწორო ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში ვართ მილიარდებთან და ძალიან სერიოზულ სახელმწიფო ბერკეტებთან, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ბოლო დროს. პირდაპირ პუტინია ინფორმირებული „რუსთავი 2“-ზე, იქიდან ინსტრუქციებს იძლევიან და ძალიან დიდი მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული და სახელმწიფო ბერკეტები, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩრდილი მივაყენო ევროპულ სასამართლოს. ჩვენი ბრძოლა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, დარწუნებული ვარ, რუსთავი 2-ის მართლა გმირული, პატრიოტული კოლექტივის ბრძოლა გაგრძელდება. აუცილებლად, წყალი არ გაუვა, თავისუფალ მედიასთან ერთად ეს ბევრად ადვილი არის, მაგრამ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი აუცილებლად მშვიდობიანად დასრულდება”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

Facebook Comments