სამართალი

გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში გამოკითხეს

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხვა დასრულდა. 

გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხა.

„ყველაფერი იყო კორექტულად-ბრალდების მხარე ყველანაირად ცდილობდა, რომ საქმე წაეყვანა იმ მიმართულებით, რომ იყო თუ არა რამე მცდელობა, რომ პიროვნებების რომელიმე ჯგუფს მოელაპარაკა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. ჩემი პასუხი იყო, რომ ასეთი იმპროვიზირებული არაფერი მინახავს ცხოვრებაში, როგორც 20 ივნისს შემდგარი მანიფესტაცია იყო.

მოქალაქეები ერთმანეთს ჯერ კიდევ დღის 12:00 საათზე სოციალური ქსელებით მოელაპარაკნენ და ნურც ერთი ოპოზიციური პარტია ნუ ეცდება, რომ ორგანიზატორები იყვნენ. ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები-სახელმწიფო გადატრიალება არ მინახავს ისეთი, რომელსაც ნორმალური ხმის აპარატურაც კი არ აქვს. ყველა იქ მოფ ჟურნალისტს შეუძლია, დამემოწმება, რომ მეხუთე-მეექვსე რიგის იქეთ არავის ესმოდა, რა ხდებოდა. ასე რომ, ხელისუფლების მცდელობა, განწირულია წარუმატებლობისთვის“, – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,163 ნახვა
%d bloggers like this: