სამართალი

ვოლსკი: სტრასბურგის გადაწყვეტილება ფინალის მიუხედავად ჩვენთვის მისაღები იქნებოდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას დაკავშირებით შეფასებები მმართველ პარტიაში გაკეთდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი“.

მდინარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ მიიღო. 

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მმართველი გუდნისთვის „როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა, ყველა შემთხვევაში მისაღები იქნებოდა“. 

„სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

Facebook Comments