საზოგადოება

ნიკა გვარამია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, – ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, მის კონტრაქტში არის გარანტიები, და კონტრაქტის მიხედვით, ის არ არის დამოკიდებული არც ერთ ხელმძღვანელზე. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ,,რუსთავი 2″- ის თანამშრომლებს ამის სურვილი ექნებათ.

,,ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება “რუსთავი 2-ის” მმართველი. ეს არის ჩემი კონტრაქტი, რომელშიც წერია, რომ მე მაქვს გარანტიები. ეს არის ლეგიტიმური. ერთადერთ შემთხვევაში წავალ, თუ ჩემს ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს ამის სურვილი ექნებათ, სხვაგვარად მე თანამდებობას არ დავტოვებ. იდავეთ კონტრაქტზე, კი ბატონო, მაგრამ ამ კონტრაქტის მიხედვით მე არ ვარ დამოკიდებული არც ერთ ხელმძღვანელზე. ეს ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი”, – აცხადებს გვარამია.

Facebook Comments