საზოგადოება

ნიკა გვარამია: სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია

Nusagi

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება წარმოუდგენელია სრულიად”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაუტოვა მათ გასაჩივრების უფლება.

„ეს ყველაფერი უნდა მივაწეროთ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას, მე მაქვს კრიტიკის უფლება, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად. თუმცა გასაჩივრების შესაძლებობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის და მზია თოდუასი და ჩვენ ამას გავასაჩივრებთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,304 ნახვა
%d bloggers like this: