პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მოწონს ეს ვიღაცას თუ არა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკოსების რეაქცია და კომენტარები რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდვაზე ლაპარაკი არასერიოზულია.

„სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდვაზე აპელირება, ისევე, როგორც რუსეთის გავლენებზე ლაპარაკი არასერიოზული და არაპროფესიონალურია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მოწონს ეს ვიღაცას თუ არა“,-აცხადებს სოფიო ქაცარავა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.

Facebook Comments