სამართალი

ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2” ოფიციალურად გადაიფორმა

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომაპნია “რუსთავი 2” ოფიციალურად გადაიფორმა.

ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერჯერობით ნიკა გვარამია რჩება.

Facebook Comments