უცხოური მედია

წარმომადგენლობითმა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ 17 ივნისს დონალდ ტრამპის გადაყენების პროცედურის დაწყება დაბლოკა. 

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენის, ელ გრინის ინიციატივა იყო.

ინიციატივის დაბლოკვას 332-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 95 კი, წინააღმდეგი წავიდა. ერთმა თავი შეიკავა. 

იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების შესახებ გრინმა ინიციატივა იმის გამო შეიტანა, რომ პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის პროგრესული ფრთის წარმომადგენელი რამდენიმე ქალის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი რასიზმში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ თვითერზე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი გააკრიტიკა. მან დაწერა, რომ საუბარია ქალებზე, რომლებიც „წარმოშობით არიან ქვეყნებიდან, სადაც სრული კატასტროფა ხდება“, და შესთავაზა მათ, დაბრუნდნენ და ამ ქვეყნებში დაამყარონ წესრიგი. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი „მოხარული იქნება, უფასო მგზავრობას გაუკეთოს ორგანიზება“. პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ნენსი პელოსი მემარცხენე შეხედულებების მქონე ოთხ ქალს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

Facebook Comments