უცხოური მედია

ვოლკერი: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს

Nusagi

ვაშინგტონში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, კურტ ვოლკერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ვფიქრობ, რომ ყველამ, მთავრობამაც და ოპოზიციამაც, პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობის პრინციპის. მედიის გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლება საქართველოში გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის. შეუძლებელია გქონდეს თავისუფალი ქვეყანა და დემოკრატია, თუ პატივს არ სცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დიახ, ეს არის გადაწყვეტილება ერთი ტელევიზიის საკუთრების შესახებ და დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა მიეცეს აღსრულების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, აუცილებელია არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი მედია საქართველოში.

თუ ხსენებული ტელეკომპანია შეიცვლება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ იქნება თავისუფალი მედია ან ვერ იარსებებს გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, რომ მთავრობა და ოპოზიცია გაერთიანდებიან ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,371 ნახვა
%d bloggers like this: