კრიმინალი პოლიტიკა

ამის შემდეგ ნამდვილად აღარ გაგიჩნდებათ ეჭვი, ვის რატომ უნდა გახარიას გადადგომა

ვისაც არ გინახავთ „პოლიციის ფაილების“ ეს სერია, ჩართეთ, და მიხვდებით, რატომ ითხოვენ ასე დაჟინებით გიორგი გახარიას გადადგომას… ამის შემდეგ ნამდვილად აღარ გაგიჩნდებათ ეჭვი, ვის რატომ უნდა გახარიას გადადგომა,ასე აკომენტარებენ სოციალური ქსელის მომხმარებლები „დისქავერისა“ და საქართველოს შსს-ს ერთობლივი პროექტის, „პოლიციის ფაილები“ ბოლო სერიას.

ფილმში სახელწოდებით „ესკობრატი (მომაკვდინებელი ნარკოტიკები ინტერნეტში)“ მოთხრობილია, თუ როგორ გამოავლინეს შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა.

ფილმი შსს-ს ოფიციალურ გვერდზე ერთი საათის წინ გამოქვეყნდა და უკვე ათასობით ნახვა აქვს. ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ ნარკობიზნესთან ბრძოლის დაწყება იყო შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის ძირითადი მიზეზი.

Facebook Comments