კარასინი – მოსკოვი საქართველოს „ღვინის სანქციებს“ არ დაუწესებს

მოსკოვი საქართველოს „ღვინის სანქციებს“ არ დაუწესებს. ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა. 

„საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რესეთის დუმაში განიხილებოდა ქვეყანაში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შემოტანის საკითხი. თუმცა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დუმას თავშეკავებისკენ მოუწოდა… ამგვარად, დღეის მდგომარეობით საქართველოს წინააღმდეგ სანქციების თემა დახურულია“,-განაცხადა დიპლომატმა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თბილისში საპროტესტო აქციების შემდეგ დაიძაბა. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მართლმადიდებელთა საერთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ეწვია და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. პუტინმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აკრძალა.

კონფლიქტის ესკალაცია გაგრძელდა რუსთავი2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას უცენზურო გამონათქვამების შემდეგ პუტინის მისამართით. გაბუნია პუტინის გარდაცვლილი დედის საფლავის წაბილწვით დაიმუქრა.

Facebook Comments

ახალი დადებული