პოლიტიკა

მარგველაშვილი – ჩვენ არ დავიშლებით და არ დავნებდებით რუსს!

Nusagi

მივმართავ მმართველ გუნდს, ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა დათვლა დაიწყო და თქვა, რომ 2პარლამენტის წინ აქციაზე 200-ზე მეტ ადამიანს ვერ კრიბავენო. ნუ ზომავთ რაოდენობით, აქ თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება,-ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, აღნიშნულ აქციაზე ახალი საქართველო იქმნება. 

„მინდა მივმართო იმ ხალხს, რომელიც აქ არ დგას, მოდით აქ და ნახეთ, როგორ იქმნება ახალი საქართველო, მოდით აქ და ნახეთ, რომ ჩვენი შვილების თაობა ქმნის თავისუფალ ქვეყანას. მივმართავ მმართველ გუნდს: ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა დათვლა დაიწყო და თქვა, რომ 200-ზე მეტ ადამიანს ვერ კრიბავენო. აქ თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება, ნუ ზომავთ რაოდენობით, თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრება ბევრად მეტის გამკეთებელია, ვიდრე შეკრებილების. მოდით და თქვენც ჩაერთეთ, აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი  მის უკან თუნდაც 2 ადამიანი იდგეს, მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს- მოდით აქ და დაესწარით იმ საქართველოს შექმნას, რომელმაც მზერა ევროპისკენ მიმართა. მივმართავ რუსთავი2-ის ჟურნალისტებს, ვისაც დღეს მორალურად უჭირს, ეს მიტინგი არის დასტური, რომ სწორი იდეებისთვის ბრძოლა შედეგიანია, ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ, საქართველოს მოქალაქეები თვლიან, რომ ეს არხი თქვენია. ჩვენ არ დავიშლებით და არ დავნებდებით რუსს!“,-განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,385 ნახვა
%d bloggers like this: